პსჟ-ს პრეზიდენტი ელ ჰელაიფი სხვა კლუბებს ურჩევს მოდუნდნენ და თავიანთ საქმეს მიხედონ

AutoSharing Option
პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ელ ჰელაიფი ბრიტანულ "ტელეგრაფს" კლუბის ფინანსურ წარმატებებზე ესაუბრა:

"უკანასკნელი 6 წლის მანძილზე თავდაუზოგავად ვშრომობდით და შედეგი სახეზეა. გაიზარდა ბილეთების და სატელევიზიო უფლებების რეალიზაცია, აგრეთვე სპონსორების რაოდენობა. ბოლო 2 წელიწადში შემოსავალი გაგვიორმაგდა.

ახლა შემოსავლის 20-40%-ით გაზრდას ვგეგმავთ. უეფას ფინანსური ფეირ-პლეის კრიტერიუმების შესაბამისობაში მოსაყვანად დრო 30 ივნისამდე გვაქვს. ამიტომ ყველას მინდა ვუთხრა: მოდუნდით და თქვენს საქმეს მიხედეთ. ჩვენ ჩვენი პროექტის პროგრესზე ვფიქრობთ.

სხვა კლუბები ჩვენი ფინანსური საქმიანობის გამოძიებას ითხოვენ, თუმცა უეფაში პროფესიონალები მუშაობენ და არა მგონია ზეწოლას ვერ გაუძლონ.
ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. სხვა კლუბებს პატივს ვცემთ და ამას ვითხოვთ მათგანაც. წესს და კანონს პატივს ვცემთ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
დრო 30 ივნისს იწურებაო და თქვენ ამას 12 სექტემბერს,სიახლის საახით აქვეყნებთ?
სოსო
09:04 13-09-2017
0

სიახლეები პოპულარული