წყვილები, რომლებიც კვლავ ერთად ითამაშებენ

AutoSharing Option
ამ ზაფხულს ევროპაში საინტერესო ტრანსფერები განხორციელდა. ბევრი ისეთი ფეხბურთელი შეხვდა ერთმანეთს, რომელთაც წლებია ერთად უთამაშიათ და ბევრი გამარჯვება აღუნიშნავთ. ჩვენ გთავაზობთ ყველაზე ცნობილ სამ წყვილს, რომლებიც ახალ გამარჯვებებს ისევ ერთად იზეიმებენ.

3. მარიო ბაოტელი და ვესლი სნეიდერი

ბოლოს იტალიელმა და ჰოლანდიელმა ფეხბურთელებმა, "ინტერში" დაუვიწყარი სეზონი ჩაატარეს. 2009/2010 წლებში მათ მოიგეს ყველაფერი, რაც კი შეეძლოთ და ტრიპლეტი შეასრულეს: ჩემპიონთა ლიგა, სერია ა და იტალიის თასი.

პირველი მარიო ბალოტელმა დატოვა გუნდი და "მანჩესტერ სიტიში" წავიდა, შემდეგ სნეიდერმა თურქეთს მიაშურა. აღსანიშნავია, რომ გუნდიდან
წასვლის შემდეგ მათი კარიერა ძალიან ცუდად აეწყო.

აი ახლა კი ორივე ერთადაა, სულ სხვა ქვეყანაში და საერთო ამბიციებით. შეძლებენ თუ არა ერთად ახალი სურპრიზების შემოთავაზებას, ამას მიმდინარე სეზონი გვიჩვენებს. ვნახოთ რას იზამს"ნიცა", გამოუვა თუ არა პსჟ-სთვის წინააღმდეგობის გაწევა.


2. დანი დრინქუოტერი და ნ'გოლო კანტე

Sportall.Ge

ყველას გვახსოვს ორი სეზონის წინ "ლესტერის" სასწაული, თუ როგორ მოიგო პრემიერლიგა. ამ გუნდში კი რთულ სამუშაოს ასრულებდნენ დანი დრინქუოტერი და ნ'გოლო კანტე, რის საფუძველზეც სეზონის აღმოჩენის ტიტულიც კი მოიპოვა კანტემ. შემდეგ გუნდი ნ'გოლომ დატოვა და 30 მილიონ გირვანქა სტერლინგად "ჩელსში" გადავიდა.

ერთი წლის შემდეგ კი, პრემიერლიგის ჩემპიონმა დრინქუოტერიც შეიძინა  და ამ სეზონში, ეს ორი ფეხბურთელი "ჩელსის" ღირსებას ერთად დაიცავს.

3. დანი ალვეში და ნეიმარი

Sportall.Ge

ორი "ჭკუამხიარული" ბრაზილიელი, რომელთაც თავიანთი ისტორია "ბარსელონაში" უკვე დაწერეს. კატალონიური კლუბის ფანობა ალვეშს ბოლო სეზონებში არ წყალობდა და ბრაზილიელმა "იუვენტუსს" მიაშურა, სადაც მშვენიერი სეზონი ჩაატარა.

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილით შეპყრობილმა, ჯერ ალვეში შეიძინა და შემდეგ ნეიმარი რეკორდულ თანხად. ამით ბრაზილიური წყვილი კვლავ აღადგინა და პარიზში  სანახაობრივი ფეხბურთი ჩაიტანა.

თუ რას იზამენ სამხრეთ ამერიკელები, ამას მომავალი სეზონი გვიჩვენებს. წინ დიდი და საინტერესო სეზონი გველის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული