მიყიდის პსჟ იულიან დრაქსლერს "ინტერს"?

AutoSharing Option
"ბილდი" იუწყება, რომ "ბარსელონასგან" ნეიმარის 222 მილიონ ევროდ შეძენის შემდეგ, თუ "მონაკოსგან" კილიან მბაპე 180 მილიონად იყიდა, პსჟ იძულებული შეიქნება ვინმე გაყიდოს, რათა უეფას ფინანსური ფეირ-პლეი არ დაარღვიოს.

აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, არაა გამორიცხული გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი გაასხვისონ, რომლის ხელში ჩაგდების სურვილი მილანის "ინტერს" აქვს.

ჯერ უცნობია რამდენს მოითხოვს "პარი სენ ჟერმენი" 23 წლის იულიანის ტრანსფერში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული