უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

მაროკო მსოფლიოში ყველაზე მეტი ტევადობის სტადიონის აშენებას გეგმავს

AutoSharing Option
2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი მაროკო მსოფლიოში ყველაზე მეტი ტევადობის სტადიონის აშენებას გეგმავს.

იგეგმება, რომ არენა, რომელიც კასაბლანკას გარეუბანში, ელ მანსურიაში უნდა აშენდეს, 115 000 ადამიანი დაიტიოს.

2030 წლის მუნდიალი ასევე გაიმართება ესპანეთში, პორტუგალიაში, არგენტინაში, ურუგვაიში და პარაგვაიში. მაროკოს კი ფინალის მასპინძლობა სწორედ ამ სტადიონზე სურს.