უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ცნობილია, რომელი სტადიონები უმასპინძლებს 2026 წლის მუნდიალის გახსნით და ფინალურ მატჩებს

AutoSharing Option
FIFA-მ ის სტადიონები დაასახელა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით და ფინალურ მატჩებს უმასპინძლებს.

მომავალი მუნდიალის პირველი შეხვედრა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში,  Azteca Stadium-ზე გაიმართება, რომელიც 83 264 ადამიანს იტევს.

ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა კი აშშ-ის ქალაქ ნიუ-ჯერსიში მდებარე MetLife Stadium-ზე შედგება, რომლის ტევადობაც 82 500-ია.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სამი ქვეყანა: აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს.
ასევე დაგაინტერესებთ