უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

მესიმ თქვა, ითამაშებს თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა შემტევმა ლიონელ მესიმ თქვა, აპირებს თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს.

"ვფიქრობ, კატარში ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ვითამაშე. მგონია, რომ მუნდიალზე აღარ ვიასპარეზებ", - აღნიშნა მესიმ, რომელიც 24 ივნისს 36 წლის ხდება.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მექსიკამ, აშშ-მა და კანადამ უნდა უმასპინძლონ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
ტეგები: