უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

"ფიფამ დაკარგა ფეხბურთის გაგება" - მსოფლიოს საფეხბურთო მმართველმა ორგანომ ზელენსკის მიმართვის ჩვენებაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
Sport.ua-ს ინფორმაციით, ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვის ჩვენებაზე უარი განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"კატარმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ინიციატივას, მაგრამ ფიფამ დაბლოკა ეს ინიციატივა და არ დაუშვებს პრეზიდენტის ვიდეო შეტყობინების ჩვენებას ფინალური მატჩის წინ. ფიფამ დაკარგა ფეხბურთის გაგება, როგორც თამაში, რომელიც აერთიანებს ხალხებს.

პრეზიდენტის მიმართვაში არაფერია პოლიტიკური, რაც სპორტულ ღონისძიებას პოლიტიკურ ელფერს ანიჭებს. კერძოდ, არ არის სუბიექტური შეფასებები, პოლიტიკური სიგნალები და მით უფრო ნაკლები ბრალდებები. ფიფას არ უნდა ეშინოდეს, რომ მშვიდობის
სიტყვები გაისმის მსოფლიო საფეხბურთო ზეიმზე, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვიდეოს დამოუკიდებლად გაავრცელებენ, თუ ფიფა მატჩის წინ მის ჩვენებაზე მაინც საბოლოოდ უარს იტყვის.