ვალდანო: ვისაც არ უყვარს მესი, არ უყვარს ფეხბურთი

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ხორხე ვალდანომ მსოფლიო ჩემპიონატზე ლეო მესის თამაში შეაფასა და ლეგენდარულ დიეგო მარადონას შეადარა.

"მესი ფეხბურთის არსს წარმოადგენს. ის ნებისმიერ სხვაზე მეტად ავლენს თავის ხასიათს, რომელიც ყოველთვის ჰქონდა და ადამიანებთან კავშირს. კატარში "მარადონობს".

მესი როგორც კი დავინახე, პირველივე დღიდან თვალს ვადევნებ. 20 წლის განმავლობაში გენიოსად რჩება. ვისაც არ უყვარს მესი, არ უყვარს ფეხბურთი", - ციტირებს ვალდანოს "მარკა".

მესი მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატის 5 მატჩში გატანილი 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით არგენტინის ნაკრებს ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც 13
დეკემბერს ხორვატიას დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მესი განსაკუთრებულია! იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონობას!
მერაბი
11:21 13-12-2022
0
ვალდანოს, ლეოს შეფასებაში, ორივე ხელით ვეთანხმები!
თემო
00:12 13-12-2022
2

სიახლეები პოპულარული