მუნდიალის გამორჩეული მომენტები - ემოციები, გამარჯვების სიხარული, მარცხის ცრემლები... [VIDEO]

AutoSharing Option
2022 წლის კატარის მუნდიალზე გულშემატკივარმა ბევრი ემოციური მომენტი იხილა, იყო დამარცხებისა და სიხარულის ცრემლები... იმედგაცრუება, ტკივილი... საფეხბურთო სამყაროს ვარსკვლავების ბოლო შეხვედრები და სხვა გამორჩეული კადრები...

გთავაზობთ რამდენიმე ვიდეოს, რომლებსაც შეგვიძლია ერთი საერთო სათაური ვუწოდოთ - "ფეხბურთი თავისი დიდებულებითა და ემოციურობით".


იაპონიის ნაკრების მიერ გერმანიის დამარცხების შემდეგ რიცუ დოანი ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში მოექცა.

"ასე ხდებიან გმირები, მათ ეს შეძლეს" - წერს FIFA-ს ოფიციალური "ტიკ-ტოკ გვერდი".


საუდის არაბეთთან მარცხის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მექსიკა 2:0 დაამარცხა და აქტივში გამარჯვება ჩაიწერა. პირველი ბურთი გილერმო ოჩოას კარში ლიონელ მესიმ გაიტანა. ამ გოლის დატვირთვასა და ემოციებზე საუბარი ზედმეტია... "ალბისელესტეს" კაპიტანმა საკუთარი ნაკრები კიდევ ერთხელ გადაარჩინა.


სენეგალთან მარცხის შემდეგ (1:2) ეკვადორის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, რის გამოც ემოციებისგან თავი ვერ შეიკავეს...

Sportall.Ge
მესის გულშემატკივრები თაყვანს სცემენ (ვიდეო -ultimatelm)

სამივე ვიდეო ნათლად გადმოსცემს იმას, თუ რას ნიშნავს არგენტინისთვის 2022 წლის კატარის მუნდიალი და ზოგადად, ფეხბურთი. "ალბისელესტეს" ქომაგებსა და ფეხბურთელებს იმედი აქვთ, რომ რიგით მესამე მუნდიალის ტიტულს ლიონელ მესი მოიგებს.


მოგეხსენებათ, ბრაზილიის ნაკრები მეოთხედფინალში ხორვატიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას ნაადრევად გამოემშვიდობა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი "პარი სენ ჟერმენის" მცველმა მარკინიოსმა გააფუჭა, ეს კი მისი ემოციები...


ხორვატიის ნაკრების კაპიტანი ლუკა მოდრიჩი ეროვნულ გუნდში ბოლო ტურნირს თამაშობს. მისი ლიდერობით ნაკრები ნახევარფინალშია და არგენტინას შეხვდება. "სელესაოსთან" გამარჯვების შემდეგ ლუკა ბრაზილიელებთან მივიდა და მათ დამშვიდებას შეეცადა.


მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ დამწუხრებული კრიშტიანო რონალდო გასახდელისკენ ტირილით მიდის... ამ კადრებმა სოციალური ქსელები მოიარა...


ნახევარფინალები:

არგენტინა - ხორვატია, 13 დეკემბერი (23:00 საათი)

საფრანგეთი - მაროკო, 14 დეკემბერი (23:00 საათი)


მკითხველის კომენტარები / 2 /
პორტუგალიის მწვრთნელს მოალაქეიბა უნდა ჩამოართვა
რონის რო თავი დაანებო
ლეაოს რო ვერ გამოიყენებ
ლაა
17:03 11-12-2022
0
პროგნოზები შეუძლებელია...
tngh
15:56 11-12-2022
0

სიახლეები პოპულარული