უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

"თქვენს შკიპერ (ალბანელ) დედებს..." - სერბების მწვრთნელმა შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელებს შეაგინა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა დრაგან სტოიკოვიჩმა შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან მატჩისას, მეტოქის წარმოშობით ალბანელ ფეხბურთელებს შეურაცხყოფა მიაყენა, - იტყობინება "ბილდი".

როდესაც დუშან ვლაჰოვიჩმა გოლი გაიტანა და სერბები 2:1 დაწინაურდნენ, სტოიკოვიჩმა იყვირა: "მე თქვენს შკიპერ დედებს..."

ამის შესახებ, როდესაც მას შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰკითხეს, ასეთი პასუხი გასცა: "ხანდახან დაძაბულობა იქმნება, ცუდი სიტყვები წარმოითქმება და ამის მსგავსი სცენები ხდება".

შეგახსენებთ, შვეიცარიამ 3:2 გაიმარჯვა და პლეი-ოფში გავიდა, ხოლო სერბეთი ჯგუფში ჩარჩა.

ალბანელები საკუთარ ქვეყანას შკიპერის (Shqipëri) უწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ