იგორ შალიმოვი: რუსეთის ნაკრების ფეხბურთელებს უცხოეთის კლუბები არ იყიდიან

AutoSharing Option
"კრასნოდარის" ყოფილმა  და "ხიმკის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა იგორ შალიმოვმა რუსეთის ნაკრების ფეხბურთელთა პერსპექტივაზე ისაუბრა.

"არა მგონია, ჩვენი ფეხბურთელებიდან ბევრი წავიდეს დასავლეთის გუნდებში. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სულ სხვანაირი სიტუაცია იყო. იქ უფრო შემტევები სჭირდებათ, ჩვენ კი შეტევაში თავი განსაკუთრებით ვერ გამოვიჩინეთ.

25-30 მილიონ ევროს ამ ფეხბურთელებში არავინ გადაიხდის, 8 მილიონად კი ჩვენი კლუბები არ გაყიდიან. 2008 წელს ჩვენი შემტევებით ყველა აღფრთოვანებული იყო, ახლა თავს კარგად ვიცავდით, შეტევით კი ვერავინ გავაკვირვეთ.

რომ ვერ წავლენ, ცუდია ნაკრებისთვის და კარგია
ჩემპიონატისთვის. ხალხს მსოფლიოს ჩემპიონატის გმირების თამაშის ყურება მოუნდება და დასწრება გაიზრდება".

altმუნდიალი 2018: რუსეთი ნახევარფინალში ვერ გაღოღდა [VIDEO]

altგაღიზიანებულმა ჩერჩესოვმა ნამატჩევს ჟურნალისტს შეუტია




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული