ხორხე სამპაოლი: ლეო მესიმ იცის, როგორ მოვუგოთ საფრანგეთს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიგერიის დამარცხების შემდეგ არგენტინის ნაკრების მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი ჩინებულ ხასიათზე გახლდათ და პრეს-კონფერენციაზე ლეო მესი აქო და ადიდა.

"როდესაც თამაშის მერე მესი გადამეხვია, ბედნიერი ვიყავი. მე და მას საერთო ოცნება გვაქვს - რაღაც მნიშვნელოვანს მივაღწიოთ არგენტინისთვის. მესისთან მომუშავე ყველა მწვრთნელმა იცის, რომ პარტნიორები უნდა დაეხმარონ. მაშინ ის მომენტებს შექმნის. სხვანაირად არაფერი არ გამოუვა. ამიტომ ვთქვი, ხორვატიასთან წაგება მისი კი არა, ჩვენი ბრალია. თანმიმდევრები თუ ვიქნებით, მეოთხედფინალში გავალთ.

რაც შეეხება კრიტიკას, ახლა არ მინდა ჟურნალისტების მუშაობა შევაფასო. პრესა იმისათვისაა
შექმნილი, რათა მკითხველს ის მიაწოდონ, რასაც ელიან. მე კი ღრმა ანალიზი მჭირდება. ფეხბურთელების აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ, მაგრამ გადაწყვეტილებას თავად ვიღებ.

საფრანგეთის ნაკრები ძლიერია და შეთამაშებულია, მაგრამ მესი იცნობს მის ფეხბურთელებს და იცის, როგორ მოვუგოთ. ლეო დიდი ადამიანია".

altმუნდიალი 2018: მარკოს როხომ არგენტინა პლე-იოფში გაიყვანა [VIDEO]

altდიეგო მარადონას ნარკოტიკი გადაჭარბებული დოზით ჰქონდა მიღებული და საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
მე პირადად ბელგიას ვქომაგობ,მაგრამ ძაან მინდა საფრანგეთის გავარდნა...ეს მართლა ცისფერი ქათმები...
euhh
12:31 27-06-2018
1
მესიმ კი იცის მარა შენ რა ჯანდაბ იცი აბა. ან ხელფასს რაში იღებ.ან ხალხს რას ალნღინებ თავს წადი მაშინ სახლში არ ჯობია? იგუაინიც თან გაიყოლე...
1

სიახლეები პოპულარული