დიეგო მარადონა: თუ სამპაოლი ასე გააგრძელებს, ის არგენტინაში ვერ დაბრუნდება!

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინამ მუნდიალის პირველი ტურის მატჩში ისლანდიას (1:1) ვერ მოუგო.

"თუ სამპაოლი ასე გააგრძელებს, ის არგენტინაში ვერ დაბრუნდება. მას მატჩისთვის გეგმა არ ჰქონდა. მან იცოდა, რომ ისლანდიის ნაკრების ფეხბურთელები, თითქმის ყველა 190 სანტიმეტრია სიმაღლეში და კუთხურების დროს მეორე სართულზე აწვდიდნენ. ერთხელაც არ გვიცდია გათამაშება. ეს გეგმა არ არის, ეს სირცხვილია.

ფეხბურთელებს არ ვადანაშაულებ. მწვრთნელს ვადანაშაულებ, რომელმაც მატჩისთვის გუნდი არ მოამზადა. ლაყბობის დრო დასრულდა. შეგიძლია თან 25
მწვრთნელი წაიყვანო, მაგრამ უნდა იმუშაო. ვნახეთ, რომ ისლანდია უფრო შრომობდა, ვიდრე არგენტინა და ამან ძალიან დამამწუხრა", - თქვა მარადონამ.

altარგენტინის ნაკრების მწვრთნელი ხორხე სამპაოლი გაურკვევლობაშია

altლიონელ მესიმ მესას მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა და არგენტინამ ისლანდიასთან მხოლოდ ქულა მოიპოვა [VIDEO]


მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
შეხედავ და სუფთა მედროგეა,ეგ ვინ დანიშნა?
.............................................
21:53 18-06-2018
0
რა აიჩემეთ იკარდი? რომელს ჯობია? იგუაინს თუ აგუეროს? სამო ცენტრფორვარდის ყოლას რა აზრი ქონდა? არგენტინის პრობლემა ცენტრალური ნახევარმცველის არყოლაა. ბილია და მასკერანო ჩამშლელებია ორივე და წინ პასს ვერ აკეთებს ვერც ერთი. დაცვაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. კარში 60 წლის კაცი დგას და თან საუკუნეა არ უთამაშია
andro
17:16 18-06-2018
0

სიახლეები პოპულარული