შვედებს პრობლემური ზლატან იბრაჰიმოვიჩის ნაკრებში დაბრუნება არ უნდათ

AutoSharing Option
ვეტერანმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ორაზროვნად დაიწყო ლაპარაკი მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობაზე, მაგრამ ქედმაღალი და ჭირვეული იბრას ნაკრებში დაბრუნება მის მწვრთნელსა და ფეხბურთელებს არ უნდათ.

აი, რა თქვეს "ტრე კრუნურის" თავკაცმა იანე ანდერსონმა და მეკარე კარლ-იუჰან იუნსონმა.

იანე ანდერსონი:"ზლატანმა და კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელმა ევროპირველობის შემდეგ განაცხადეს, რომ ნაკრებში თამაში აღარ სურთ. სერიოზულად ვერ მოვეკიდები იმას, რასაც პრესა წერს და რასაც თავად იბრა ამბობს. პირადად არ დამკავშირებია და სამუნდიალოდ ჩემს გეგმებში არაა. იგივე ეხება იმათაც, რომლებმაც ეროვნულ გუნდში ასპარეზობა იუარეს".

კარლ-იუჰან იუნსონი:"რა თქმა
უნდა, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მწვრთნელი მიიღებს. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე მის გარეშე გავედით. კარგი კოლექტივი გვყავს, ის კი მკვეთრად გამოკვეთილი ინდივიდუალისტია. იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება გუნდს უკან დახევს, ვინაიდან მისი კომფორტისთვის სათამაშო სტილის შეცვლა მოგვიწევს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული