უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ფიფა მუნდიალზე თამაშში ხელს ვერ შემიშლის

AutoSharing Option
მარტში ვეტერანი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი საბუქმეიკერო კომპანია Bethard-ის რეკლამაში გადაიღეს. მისი აღმასრულებელი დირექტორი ერიკ სკარპი აღიარებს, რომ ზლატანი მათი კანტორის არამარტო სარეკლამო სახე, არამედ თანამფლობელიცაა. ეს კი ფიფას კოდექსის 25-ე პუნქტის დარღვევაა (შეჯიბრის მთლიანობა), რომლის მიხედვით ფეხბურთელებს პირდაპირ ან ირიბად ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში, ლატარეიებში და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა.

კომპანიის მარკეტინგის სამსახურის დირექტორმა იან ლინდოუმ განაცხადა, რომ თუ იბრაჰიმოვიჩი
მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს მოისურვებს, შეუძლიათ მისი წილი გამოისყიდონ.

დღეს ამაზე კომენტარი თავად ზლატანმა გააკეთა:"ფიფას არ შეუძლია რა
მეში ხელი შემიშალოს. თუ მინდა სადმე ვიყო, მე ვიქნები იქ. ეს შვედეთის ნაკრებსაც ეხება: თუ მის რიგებში თამაშს გადავწყვეტ, ასეც იქნება. ეს ფიფას არ ეხება, ჩემი საქმეა".
ასევე დაგაინტერესებთ