მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შეაგროვე ფეხბურთელების საკოლექციო ალბომი და მიიღე პრიზები

AutoSharing Option
ფეხბურთის მოყვარულებს და არამხოლოდ მათ, წინ დაუვიწყარი მატჩები ელოდებათ: მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება.

გამომცემლობა "პალიტრა L" კი აღნიშნულ საფეხბურთო ციებ-ცხელებას საინტერესო შეთავაზებით უერთდება და სტიკერების საკოლექციო ალბომით ეცდება, კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და გამორჩეული გახადოს გულშემატკივრებისთვის 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი.

სტიკერების საკოლექციო ალბომი უკვე გაყიდვაშია და მისი მეშვეობით საშუალება გეძლევათ, გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი სტადიონების, მონაწილე ნაკრებებისა და ფეხბურთელების შესახებ.

ალბომში ასევე თავს იყრის ცნობები მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიის, განვლილი მსოფლიო პირველობების გამორჩეული
მოთამაშეების და ნაკრებების შესახებ. ასევე, ალბომში იხილავთ სხვა მნიშვნელოვან ფაქტებსაც.

რაც ყველაზე მთავარია, ალბომის სრულად შევსებით თქვენ ავტომატურად გახდებით 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სტიკერების კოლექციის მფლობელი! გარდა ამისა, თქვენ პრიზებიც გელოდებათ! ყველას, ვინც სრულად შეავსებს სტიკერებით ალბომს, "პალიტრა L" საჩუქრად ჩანთას გადასცემს. თუკი მოხვდებით პირველ ას გამარჯვებულს შორის, დასაჩუქრდებით FRIXX- ის ჩიფსების კომპლექტით, ხოლო პირველი ათი გამარჯვებული დამატებით მიიღებს გაზეთ "ლელოს" 1-თვიან გამოწერას.

ალბომში სტიკერებისთვის განკუთვნილი ადგილები დანომრილია და შესაბამისად, მათი განთავსებაც ადვილია. ჯამში, ალბომში გროვდება 276 სტიკერი. სტიკერების შეფუთვა პრესის გავრცელების ჯიხურებში, სუპერმარკეტებსა და წიგნის მაღაზიებში იყიდება. ერთ პაკეტში სტიკერების ხუთი ბლოკია და მისი შეძენა ერთ ლარად არის შესაძლებელი.

თუ რამდენიმე ერთნაირი სტიკერი დაგიგროვდებათ, შეგიძლიათ ის მეგობრებს გაუცვალოთ, ამ ფორმით უფრო გაიადვილოთ ალბომის შევსება და გახდეთ გამარჯვებული. მაშ ასე, იჩქარეთ, შეიძინოთ ალბომი, შეავსოთ იგი სტიკერებით და მიიღოთ თქვენთვის განკუთვნილი საჩუქრები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული