იბრაჰიმოვიჩს საბუქმეიკერო კანტორის მოწილეობის გამო მუნდიალზე ასპარეზობის უფლებას არ მისცემენ

AutoSharing Option
ლოს ანჯელეს "გალაქსიში" გადასულმა ვეტერანმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა არ გამორიცხა სამუნდიალოდ შვედეთის ნაკრებში დაბრუნება, რომელიც გასული ევროპირველობის შემდეგ დატოვა.

თუმცა, აქ ერთი "თუმცაა". კერძოდ - მარტში იბრა საბუქმეიკერო კომპანია Bethard-ის რეკლამაში გადაიღეს. მისი აღმასრულებელი დირექტორი ერიკ სკარპი აღიარებს, რომ ზლატანი მათი კანტორის არამარტო სარეკლამო სახე, არამედ თანამფლობელიცაა. ეს კი ფიფას კოდექსის 25-ე პუნქტის დარღვევაა (შეჯიბრის მთლიანობა), რომლის მიხედვით ფეხბურთელებს პირდაპირ ან ირიბად ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში, ლატარეიებში და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა.

კომპანიის მარკეტინგის სამსახურის დირექტორმა იან ლინდოუმ განაცხადა, რომ თუ იბრაჰიმოვიჩი
მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს მოისურვებს, შეუძლიათ მისი წილი გამოისყიდონ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლოს ანჟელესი რამ დაგაწერინათ? ბარემ რუსული ასოებით წერეთ. ტეხავს ძმებო, ტეხავს.
ანდროიდი
09:20 04-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული