მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებები და მათი წაუგებელი სერიები

AutoSharing Option
ესპანურმა "მარკამ" ის ნაკრებები ჩამოთვალა, რომლებიც დიდი ხანია დაუმარცხებელნი არიან და მსოფლიო ჩემპიონატს კარგ ფორმაში ხვდებიან.

სიის სათავეში გერმანიის ნაკრები უნდა ყოფილიყო, თუმცა იოახიმ ლიოვის გუნდი საკუთარ მოედანზე ბრაზილიასთან დამარცხდა და 22-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

1) ესპანეთის ნაკრები - 18 შეხვედრა წაუგებლად
2) ბელგიის ნაკრები - 16 შეხვედრა წაუგებლად
3) მაროკოს ნაკრები - 15 შეხვედრა წაუგებლად
4) პერუს ნაკრები - 12 შეხვედრა წაუგებლად
5) ბრაზილიის ნაკრები - 9 შეხვედრა წაუგებლად
6) ინგლისის ნაკრები - 8 შეხვედრა წაუგებლად
7) ტუნისის და
სენეგალის ნაკრები - 7 შეხვედრა წაუგებლად
8) შვეიცარიის ნაკრები - 4 შეხვედრა წაუგებლად
9) კოლუმბიის ნაკრები - 3 შეხვედრა წაუგებლად
10) ურუგვაი და დანია - 2 შეხვედრა წაუგებლად
11) საფრანგეთის, ავსტრალიის, ირანის, სერბეთის, პოლონეთის და ხორვატიის ნაკრებები - 1 შეხვედრა წაუგებლად
12) მექსიკის, გერმანიის, არგენტინის, პორტუგალიის, ისლანდიის, ნიგერიის, ეგვიპტის, რუსეთის, საუდის არაბეთის, კოსტა რიკის, შვედეთის, სამხრეთ კორეის, იაპონიის და პანამის ნაკრებებს - ბოლო მატჩები წაგებული აქვთ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული