ლეო მესი: ვგრძნობთ, მუნდიალს მოვიგებთ. ახლა ან არასოდეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ "დიარიო სპორტს" განუცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლები უნდა მოიპოვონ:

"საკუთარი თავის წინაშე ვართ ვალში. გულშემატკივრებისა არაფერი არ გვმართებს, რამეთუ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებით. სამჯერ გავედით ფინალში და ვერ გავიმარჯვეთ, რადგან ასე სურდა ღმერთს.

ეს უნდა დასრულდეს და მუნდიალი უნდა მოვიგოთ. ჩვენ მიზანთან ისე ახლოს ვიყავით. სამწუხაროა.

ვგრძნობთ, მუნდიალს მოვიგებთ. ახლა ან არასოდეს. მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრია საჭირო და საამისოდ სათანადოდ მომზადება გვმართებს.

2014 წლის ფინალის ვიდეიჩანაწერი არ მინახავს. წაგება მტკივნეულია, ვტიროდი, ისევე როგორც მთელი გუნდი.

თუმცა, რეალობა
ასეთია - მთავარ ფავორიტად არ ვითვლებით. ტურნირზე ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდები იქნებიან".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰო და კიდევ იმ მარადონას მხარში უნდა ედგას ვალდანო, რომელმაც 4 გოლი გაიტანა, აქედან ერთი ფინალში, ბურუჩაგა რომელმაც ფინალში ერთი ასისტი და გადამწყვეტი გოლი მიითვალა და კიდევ სათამასო ბადეში უნდა გაგიმართლოს - ფინალამდე, პლეიოფის ფაზაზე ინგლისი და იმდროინდელი ბელგია სეგხვდეს და არა რომელიმე გრანდი...
არტი
14:25 28-03-2018
0
მსოფლიო რო მოიგოთ, მარადონა უნდა გყავდეთ გუნდში...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული