დიეგო მარადონა: საფრანგეთი კარგი გუნდია, მაგრამ ჩემი ფავორიტი...

AutoSharing Option
ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების ფავორიტობის არ სჯერა.

მარადონამ მუნდიალის მოგების ფავორიტები დაასახელა.

"საფრანგეთის ნაკრები კარგი გუნდია. მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ: მაგალითად, პოლ პოგბა, მაგრამ საფრანგეთს ფავორიტად არ მივიჩნევ.

საფრანეთი უკეთესი იქნებოდა, შემადგენლობაში რიბერი რომ ჰყავდეთ. ჩემთვის ფავორიტები გერმანია და ესპანეთი არიან", - აღნიშნა მარადონამ Le Figaro-სთან საუბარში.
მკითხველის კომენტარები / 5 /
საკმაოდ ცუდად მახსოვს პელეს თამაში,თან მაშინ ამდენი რეპორტაჟები არ იყო,მაგრამ წაკითხული მაქვს პელეს შედარებითი დახასიათება მაშინდელ სუპერ ვარსკვლავებთან.პელე ბელადია,ის გააფთრებული იბრძვის მთელ მოედანზე,მისი გავლენა ვრცელდება მოედნის 90 პროცენტზე.ასე ახასიათებენ პელეს.სათამაშო ოსტატობაზე,ვფიქრობ სალაპარაკოც არაფერია არც მესის,არც პელეს და არც მარადონას შემთხვევაში.ვერც მესი,ვერც მარადონა მოედნის 90% -სზე გავლენას ვერ ახდენდნენ და ვერც სამჯერ გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები.პელე 17 წლისა,უკვე გუნდის ბელადი იყო,მარადონამ კი 1982 წლის ჩემპიონატი სამარცხვინო გაძევებით დაამთავრა.მარადონა გამარჯვებისათვის ყველაფერს დებდა და კადრულობდა(გავიხსენოთ ინგლისთან ხელით გატანილი გოლი და 1990 წელს,თამაშის დროს ბრაზილიელ ფეხბურთელისათვის ტრანკვილიზატორის შეპარების ეპიზოდი),პელეს ასეთი რამე არასოდეს უკადრებია.მეფეები კი სხვებისაგან სწორედ ღირსების გამძაფრებული გრძნობით გამოირჩევიან.ამიტომაა პელე მეფე და სამუდამოდ მეფედ დარჩება,თუნდაც ოდესმე სხვა მეფეც გამოჩნდეს.
სოსო
10:06 23-03-2018
2
ვისაც უნდა ეწყინოს და ფეხბურთის უვიცობა დამაბრალოს, მაგრამ 82 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს და ესეთი მართლაც გენიალური ფეხბურთელი მე არ მინახავს....
გია
23:09 22-03-2018
0

სიახლეები პოპულარული