უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

"ჩელსის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მუნდიალის ბოიკოტისაკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
"ჩელსისა" და "ლივერპულის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კრისტიან პერსლოუ ევროპის სახელმწიფოებს მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტისაკენ მოუწოდებს.

"თუ ევროპის წამყვანი სამი სახელმწიფო - გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი ინგლისს ბოიკოტის საკითხში შეუერთდებიან, ეს ტურნირის ავტორიტეტსა და მიმზიდველობას გაანადგურებს. ამას გარდა, პუტინის პოპულარობას ნებისმიერი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქნქზიაზე მეტად ავნებს", - განუცხადა პერსლოუმ "ტაიმსს".

ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მინისტრები და სამეფო ოჯახის წევრები რუსეთში ჩასვლაზე უარს აცხადებენ. იგივე გადაწყვეტილება მიიღო პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ.
ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ