ამის შესახებ არხის დირექტორმა ზურაბ ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, მათ ჩემპიონატის ჩვენების უფლება ჯერ კიდევ 2013 წელს შეიძინეს და მასში რამდენიმე მილიონი გადაიხადეს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღება მტკივნეული იყო.
გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ფანკლუბთან, რომ მათ ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადონ. მინისტრ პავლო კლიმკინის თქმით, ამ გზით აშკარად გამოიხატება უკრაინის პოზიცია რუსეთის პოლიტიკის მიმართ.