ბოიკოტი მსოფლიო ჩემპიონატს - უკრაინელები მატჩებს არ ანახებენ

AutoSharing Option
უკრაინის სახელმწიფო ტელევიზიამ რუსეთში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების ჩვენებაზე უარი განაცხადა.

ამის შესახებ არხის დირექტორმა ზურაბ ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, მათ ჩემპიონატის ჩვენების უფლება ჯერ კიდევ 2013 წელს შეიძინეს და მასში რამდენიმე მილიონი გადაიხადეს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღება მტკივნეული იყო.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ფანკლუბთან, რომ მათ ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადონ. მინისტრ პავლო კლიმკინის თქმით, ამ გზით აშკარად გამოიხატება უკრაინის პოზიცია რუსეთის პოლიტიკის მიმართ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
უკრაინელები სოროსების დავალებას ასრულებენ! ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყველა სიცრუე, ყველა ცილისწამება, ყველა ავის მდობელობა ადრე თუ გვიან ყველს მიუბრუნდება მათ, ვინც ცრუა და ცილისმწამებელია! ბატონო უკრაინის ხელისუფლებავ, როდემდე უნდა იყოთ ცრუნი?
Shoda
20:15 13-02-2018
9
ჩვენც ეგრე უნდა ვიქცეოდეთ და უკრაინაზე ადრე ჩვენი ვალია მინიმუმ მაგის გაკეთება მაგრამ სად შეგვიძლია საჩვენო რამე რომ დავთმოთ...
Valderrama
23:38 13-02-2018
2

სიახლეები პოპულარული