მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს ახალი სპონსორი ჰყავს

AutoSharing Option
ფიფას განცხადებით, ჩინური რძის გადამამუშავებელი კომპანია "მენგნიუ ჯგუფი" მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორთა სიას შეუერთდა.

სპონსორი ყველაზე დიდ საფეხბურთო ფორუმს იოგურტებითა და ნაყინით მოამარაგებს.

აღსანიშნავია, რომ ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 6 თვით ადრე 21 სპონსორი კიდევ ჰყავს მოსაძიებელი.

საინტერესოა, რომ აქამდე გაფორმებულ ხელშეკრულებებს შორის მხოლოდ ჩინური, რუსული და ყატარული კომპანიები ფიგურირებენ.

მომზადებულია nbcsport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული