ლეო მესის მოუშუშებელი იარა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ ლეო მესის გველის ნაკბენივით ახსოვს გასული მუნდიალის ფინალის დამატებით დროში გერმანიასთან დამარცხება:

"მოვიშუშე თუ არა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მიღებული იარა? არა და ასე მგონია, ვერც ვერასოდეს ვერ მოვიშუშებ. უბრალოდ, ამ მწარე მოგონებით მომიწევს ცხოვრება. ეს სამუდამოა. მუნდიალი - განუმეორებელი ემოცია და მოგონებაა. რთული ფინალი იყო.

ჩემის აზრით, მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატს კარგ ფორმაში შევხვდებით, რადგან როგორც გუნდი, ჯერ კიდევ ვიზრდებით. შესარჩევ ტურნირზე სირთულეებს გადავაწყდით. წესით, ასე არ უნდა მომხდარიყო.

ვენესუელა და პერუ ადვილად უნდა დაგვემარცხებინა. ეს რომ
მოგვეხერხებინა, ამდენი ნერვიულობა არ მოგვიწევდა. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ბევრი მატჩი არ ჩაგვიტარებია და მომავალი წლის ზაფხულამდე გუნდი შეიცვლება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული