ტიტე: იმ საქმით დავკავდები, რაზეც შემიძლია გავლენა მოვახდინო

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა ტიტემ მუნდიალის კენჭისყრა ასე შეაფასა:"ჩვენმა გუნდმა უკეთ უნდა ითამაშოს და ერთ მუშტად შეიკრას. ყველა მეტოქეს პატივისცემით მოვეპყრობით. სხვადასხვა მოწინააღმდეგესთან დასაპირისპირებლად სხვადასხვა ტაქტიკას შევიმუშავებთ. მაგარი ტურნირია, თვით იტალიაც კი უმუნდიალოდ დარჩა. კოპა ამერიკას გამარჯვებული ჩილეც. შესარჩევი ეტაპი მკაცრი იყო და ჩემპიონატიც ასეთივე იქნება.

პლეი-ოფი? მოდით, მე იმ საქმით დავკავდები, რაზეც შემიძლია გავლენა მოვახდინო. გუნდი ჩემპიონატის დაწყებისას ფორმის პიკზე უნდა მყავდეს. საწვრთნელი პროცესის სწორად წარმართვა მმართებს".

შეგახსენებთ, სელესაო ჯგუფში შვეიცარიასთან, კოსტა რიკასთან და სერბეთთან მოხვდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული