ხორხე სამპაოლი: ხორვატია ძალიან სახიფათო გუნდია

AutoSharing Option
მუნდიალის შესარჩევ ჯგუფში არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან, ისლანდიასთან და ნიგერიასთან მოხვდა. კენჭისყრის შესახებ ალბისელესტეს მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ შემდეგი განაცხადა:

"ხორვატიას კარგი ნაკრები ყავს, მისი მოთამაშეები ინდივიდუალურად ძლიერები არიან, იგივე მოდრიჩი, რაკიტიჩი და ა.შ. ძალიან სახიფათო მეტოქეა.

იგივეს ვიტყოდი ისლანდიაზეც. მებრძოლი გუნდია. ნიგერიას სწრაფი ფეხბურთელები ყავს, რომლებსაც კონტრშეტევაზე თამაში ეხერხებათ.

მოკლედ, წილისყრა ჩატარდა, ვიცით მეტოქეები და ქალაქები, სადაც ვითამაშებთ. ახლა შემადგენლობის შერჩევა და ტურნირისთვის ჯეროვნად მომზადებაა საჭირო. ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად დრო გვაქვს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული