დიდიე დეშამი: საფრანგეთს ჯგუფის ფავორიტად ვერ დავასახელებ

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრები მუნდიალზე ჯგუფში პერუსთან, დანიასთან და ავსტრალიასთან ითამაშებს. კენჭისყრის შემდეგ კომენტარი გალთა ეროვნული გუნდის დამრიგებელმა დიდიე დეშამმა გააკეთა:

"ჩვენთვის წილისყრის შედეგი უარესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ვიცით ვინ გვყავს მეტოქეებად და ვიცით განრიგი. ტურნირის წინ ბევრს ვივარჯიშებთ. დანიას ხშირად შევხვედრილვართ და ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, პერუსა და ავსტრალიას კი - ნაკლებად.

ჩემს გუნდს ფავორიტად ვერ დავასახელებ. დიდი ამბიციები გვექნება, ხოლო იქამდე ჯგუფიდან პირველი ადგილიდან უნდა გავიდეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული