დღეს მუნდიალი 2018-ის წილისყრაა - კარგი და ცუდი ჯგუფების ვარიანტები

AutoSharing Option
დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.

პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

გუნდები კალათებში შემდეგი სახით არიან გადანაწილებულნი:

I კალათა:
რუსეთი, გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია, არგენტინა, ბელგია, პოლონეთი, საფრანგეთი.
II კალათა: ესპანეთი, პერუ, შვეიცარია, ინგლისი, კოლუმბია, ხორვატია, მექსიკა, ურუგვაი.
III კალათა: დანია, შვედეთი, ისლანდია, კოსტა-რიკა, ტუნისი, ეგვიპტე, სენეგალი, ირანი.
IV კალათა: სერბეთი, ნიგერია, იაპონია, მაროკო, პანამა, სამხრეთი კორეა, საუდის არაბეთი, ავსტრალია.

ყველაზე რთულ ჯგუფად ორი ვარიანტი განიხილება: გერმანია, ესპანეთი, კოსტა-რიკა, ნიგერია ან საფრანგეთი, ურუგვაი, სენეგალი
და სერბეთი.

მასპინძელ ქვეყანას, რუსეთს ასეთ ჯგუფში სურს მოხვედრა: რუსეთი, პერუ, ტუნისი და პანამა. ეს ჯგუფი კი ფეხბურთის მოყვარულებს ყველაზე ცუდ ვარიანტად მიაჩნიათ და სურთ, ჯგუფებში ძალების თანაბარი გადანაწილება მოხდეს, რათა 1/8-ფინალში საუკეთესოებმა იასპარეზონ.

ხოლო რუსები უიღბლობად ჩათვლიან, თუ მათ ჯგუფში იქნება: ესპანეთი, კოსტა-რიკა და ნიგერია.

წილისყრა მოსკოვში, კრემლში გაიმართება. გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია და დიდი რაოდენობით სპეცრაზმელი იცავს. როგორც ცნობილია, რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წილისყრის ღონისძიების გამართვას გეგმავს და მთელი საფეხბურთო სამყარო ნახევარი წლით ადრე უკვე რუსეთშია.

მსოფლიოს ჩემპიონატი 2018 წლის 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შვიდჯერ მაინც წავიკითხე და იტალიის გამომგდები შვედეთი სად არის? თუ შვეიცარია გეგონათ შვედეთი? :)))))
დათო
15:42 01-12-2017
0
რუსებმა უარი თქვეს საქართველოს სასარგებლოდ, ასე რომ გაისად მოსკოვში ფინალში არგენტინელებს ვუგებთ
zviadi
11:16 01-12-2017
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული