პერუ მუნდიალზე ადგილს არავის არ დაუთმობს

AutoSharing Option
ორიოდ დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პერუს პარლამენტი კანონის მიღებას აპირებდა, რომლის მიხედვით სპორტული ფედერაციები ფაქტიურად სახელმწიფო დაქვემდებარებაში უნდა გადასულიყვნენ, რაც ფიფასთვის მიუღებელია, ასეთ შემთხვევაში ამ კანონის მიმღები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას თავისი რიგებიდან რიცხავს და მის ყველა გუნდებს საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობა ეკრძალებათ.

მოკლედ, შეიძლებოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასული პერუელები ტურნირზე არ დაეშვათ და იტალიას გაუჩნდა იმედი, რომ ამ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებდა.

თუმცა, პერუელ პარლამენტარებს ეყოთ საიმისო ჭკუა, რომ ეს სისულელე არ ჩაედინათ და მათი ეროვნული გუნდი მუნდიალზე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული