უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ფიქრობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა, შვედეთის ნაკრებში დაბრუნდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა RMC ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი სერიოზულად განიხილავს მუნდიალი 2018-ზე თამაშს.

იბრაჰიმოვიჩი საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს, როცა საკუთარ ფორმას შეაფასებს.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებში კარიერა ევრო 2016-ის შემდეგ დაასრულა.
ასევე დაგაინტერესებთ