უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილე 32-ვე ნაკრების ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
16 ნოემბერს, დილით, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევის ბოლო პლეი-ოფის მატჩი გაიმართა.

პერუს ნაკრებმა ახალ ზელანდიას უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა, რაც საკმარისი აღმოჩნდა მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად, რადგან პირველი მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.

28-ე წუთზე ანგარიში ჯეფერსონ ფარფანმა გახსნა, ხოლო 65-ე წუთზე კრისტიან რამოსმა ორამდე გაზარდა უპირატესობა.

დღეს უკვე საბოლოოდ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ყველა ის ნაკრები, რომელიც რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

  • ევროპიდან: რუსეთი, ინგლისი, ბელგია, დანია, გერმანია, ისლანდია, ესპანეთი, პოლონეთი, სერბეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, ხორვატია, შვეიცარია, შვედეთი

  • სხვა კონფედერაციებიდან: არგენტინა, ბრაზილია,
    ეგვიპტე, კოლუმბია, კოსტა რიკა, ირანი, მაროკო, მექსიკა, ნიგერია, პანამა, საუდის არაბეთი, სენეგალი, ტუნისი, ურუგვაი, სამხრეთი კორეა, იაპონია, ავსტრალია, პერუ
ასევე დაგაინტერესებთ