მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე 14 ევროპული ქვეყანა ცნობილია

AutoSharing Option
ცნობილი გახდა ყველა იმ 14 ევროპული ნაკრების ვინაობა, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.

14 ნოემბერს პლეი-ოფიდან გასული მეოთხე გუნდის ვინაობა გაირკვა. დანიამ სტუმრად ირლანდია გაანადგურა და მუნდიალის საგზური მოიპოვა.

- დანიამ ირლანდია გაანადგურა და მუნდიალზე გავიდა [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ უეფადან მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ 14 გუნდი გავიდა.

9 შესარჩევი ეტაპის ჯგუფების გამარჯვებულები იყვნენ, 4 - პლეი-ოფის გამარჯვებულები და ერთი - მასპინძელი რუსეთი.

  • რუსეთი, ინგლისი, ბელგია, დანია, გერმანია, ისლანდია, ესპანეთი, პოლონეთი, სერბეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, ხორვატია, შვეიცარია, შვედეთი

ფინალური სტადიის წილისყრა მოსკოვში
პირველ დეკემბერს გაიმართება.

მუნდიალი კი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეები სხვა კონფედერაციებიდან: არგენტინა, ბრაზილია, ეგვიპტე, კოლუმბია, კოსტა რიკა, ირანი, მაროკო, მექსიკა, ნიგერია, პანამა, საუდის არაბეთი, სენეგალი, ტუნისი, ურუგვაი, სამხრეთი კორეა, იაპონია.

საერთაშორისო პლეი-ოფები, სადაც ორი საგზური გათამაშდება:

ჰონდურასი-ავსტრალია 0:0
საპასუხო მატჩი: 15 ნოემბერი

ახალი ზელანდია-პერუ 0:0
საპასუხო მატჩი: 15 ნოემბერი
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული