მ/ჩ 2018. პლეი ოფი: დარჩება იტალია მუნდიალს მიღმა?

AutoSharing Option
12 ნოემბერს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის 2 საგზური გათამაშდა. მუნდიალზე შვეიცარია და ხოვარტია გავიდნენ, ხოლო კიდევ ორი საგზური ვაკანტური რჩება.

ყველაზე საინტერესო პლე ოფის მატჩებში ისაა, რომ 4 მუნდიალის გამარჯვებული იტალია შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩეს.

ბოლოს ასეთი რამ 60 წლის წინ მოხდა, როცა "სკუადრა" ბელფასტში 1:2 დამარცხდა და 1958 წლის მუნდიალს გამოკლდა.

აქამდე იტალია და შვედეთი ერთმანეთს 24-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 11 იტალიამ მოიგო, ხოლო შვედეთმა - 7. ბურთების საერთო შეფარდება - 28:25, იტალიის სასარგებლოდ.

პირველი მატჩები:
ჩრ. ირლანდია-შვეიცარია 0:1
ხორვატია-საბერძნეთი
4:1
შვედეთი-იტალია 1:0
დანია-ირლანდია 0:0

საპასუხო მატჩები:
შვეიცარია-ჩრ. ირლანდია 0:0
საბერძნეთი-ხორვატია 0:0
იტალია-შვედეთი 13 ნოემბერი 23:45
ირლანდია-დანია 14 ნოემბერი 23:45

პლეი ოფის მატჩების შემდეგ ფინალური სტადიის წილისყრა მოსკოვში პირველ დეკემბერს გაიმართება.

მონაწილეებს 4 კალათაში ფიფას რეიტინგის მიხედვით გადაანაწილებენ.

მსოფლიოს ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მსოფლიო ჩემპიონატი ჰოლანდიის გარეშე,ახლა იტალიაც დაემატა...ძალიან დააკლდება ეს გუნდები მუნდიალს და დაკარგავს ხიბლს.
ruslani
01:53 14-11-2017
0
სამწუხაროდ დაახლოებით 2 საათში იტალიის კრახს ვიხილავთ და ვუთანაგრძნობ იტალიის გულშემატკივრებს (მეც მათ შორის ვარ), თუმცა რაც დაიმსახურეს იმას მიიღებენ - მწვრთნელს, რომელსაც ვაისიც კი ერთი თავით ჯობია ჩააბარეს მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი თან სუსტი შემადგენლობა ყავთ და მწვრთნელი მაინც ენახათ ნორმალური,
მოკლედ სირცხვილი
zorbegi
23:31 13-11-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული