უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

შვეიცარიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველი მატჩი ჩრდილოეთ ირლანდიამ შვეიცარიასთან 0:1 წააგო და ორი შეხვედრის ჯამში მეტოქის დასამარცხებლად გასვლაზე სასურველი ანგარიშით უნდა მოეგო. მასპინძლებმა სწორი სტრატეგია აირჩიეს, ერთბურთიან უპირატესობას უფრთხილდებოდნენ, დაცვას დიდ ყურადღებას უთმობდნენ, სახიფათო შეტევებით პასუხობდნენ და საწადელსაც მიაღწიეს - შვეიცარია მეთერთმეტედ იასპარეზებს მუნდიალზე. ბოლოს ამ ნაკრებმა მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.

შვეიცარია - ჩრდ. ირლანდია 0:0
ბაზელი. „სენტ იაკობის“ სტადიონი. 36 000 მაყურებელი

შვეიცარია:
ზომერი, აკანჯი, როდრიგესი, შერი, ლიხტშტაინერი, ჯემაილი (61. მეჰმედი), ჯაკა, ზაკარია, შაკირი (80. ფროილერი), ცუბერი, სეფეროვიჩი
(86. ემბოლო)

ჩრდ. ირლანდია:
მაკგოვერნი, ჰიუზი, მაკოლი, ჯ. ევანსი, უორდი (74. ჯონსი), სევილი, ბრანტი, ნორვუდი (75. მაგენისი), დევისი, დალასი, უოშინგტონი (82. მაკნეირი)

გაფრთხილება:
7. ბრანტი, 72. სეფეროვიჩი, 78. ჯ. ევანსი

ასევე დაგაინტერესებთ