ტარდელი: ასეთი თამაშით იტალიას მუნდიალზე არაფერი ესაქმება

AutoSharing Option
მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონმა მარკო ტარდელიმ მუნდიალის პლეი-ოფის პირველ მატჩში შვედეთთან თანამემამულეების თამაში გააკრიტიკა:

"ჩვენმა გუნდმა უხეიროდ იასპარეზა, ნელა უტევდა, ბურთს ფეხბურთელები ხშირად აბრუნებდნენ უკან. წაგების მსაჯზე დაბრალება სისულელეა. ეს მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფია და არა საქველმოქმედო ღონისძიება. სასაცილოა იმაზე ლაპარაკი თითქოს იტალია შვედების აგრესიულობამ შეაშინა. მეტოქე ჩვენზე უფრო გაბედულად თამაშობდა.

იმედი გამიცრუა ვერატიმ. პაროლოც არ მომეწონა. ვერ გავიგე რატომ არ აყენებს მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში ინსინიეს. თუ სკუადრა აძურამ ისევ ასე ითამაშა, მუნდიალზე არაფერი ესაქმება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული