"ტერნანას" მწვრთნელი: შვედეთი სერია С-ს დონის გუნდია

AutoSharing Option
მუნდიალის პლეი-ოფის პირველ მატჩში იტალიის ნაკრები სტუმრად დამარცხდა შვედეთთან (0:1) და 1958 წლის შემდეგ პირველად შეიძლება ვერ გავიდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამასთან დაკავშირებით მწვავე კომენტარი გააკეთა სერია B-ს "ტერნანას" მწვრთნელმა სანდრო პოჩესკიმ:

"ძველ კეთილ დროში სკუადრა აძურა უპრობლემოდ გაიმარჯვებდა. ახლა კი გვამარცხებენ და ვტირით. ჩვენ ყველანი დედაკაცებად ვიქეცით. ეს ლეგიონერთა მოზღვავებამ გამოიწვია. შვედეთში გაგვლახეს.

იტალიური ფეხბურთი დამთავრებულია. მუნდიალზე ვერ გავდივართ, რადგან მშიშრები ვართ. შიშით თამაში არ შეიძლება. ვენტურას ადგილზე რომ ვიყო გადავდგებოდი, რადგან არ შეიძლება გუნდს შიში გადასცე.

შვედებს ჩვენი სერია
С-ს ნაკრები დაამარცხებდა, რადგან შვედეთი სერია  С-ს დონის გუნდია. თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით, ეს ჩვენი საერთო დამარცხება იქნება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული