ბონუჩი: ტოივონენმა ცხვირი გამიტეხა და გასაძევებელი იყო

AutoSharing Option
შვედეთისა და იტალიის ნაკრებების მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრის პირველ წუთზე მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ოლე ტოივონენმა იდაყვი ჩაარტყა ცხვირში სკუადრა აძურას მცველს ლეონარდო ბონუჩის, მსაჯმა მარკუს ბერგმა კი იოჰანსენს ყვითელი ბარათი აკმარა.

ნამატჩევს ბონუჩიმ შემდეგი განაცხადა:"ცხვირი მაქვს გატეხილი! ეს თამაშის დაწყებიდან 30 წამში მოხდა და მოედნიდან გასაძევებელი იყო. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ იტყვი.

მაგარი არბიტრი რომელიმე შვედს მაინც უჩვენებდა წითელ ბარათს. ახლა "სან სიროზე" უნდა გავიმარჯვოთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული