მ/ჩ 2018. პლეი ოფი: შვედეთი მილანში ერთგოლიანი ფორით მიემგზავრება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფებიდან ეს ყველაზე საინტერესო წყვილია და ბუნებრივია, ამ გუნდების შეხვედრები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და ტოივონენმა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. მოიგერიეს რა სასტარტო შტურმი, იტალიელებმა ინიციატივა ხელთ იგდეს, თუმცა სახიფათო მომენტი ვერ შექმნეს. თან, ვერატიმ ყვითელი ბარათი მიიღო და განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

57-ე წუთზე ტრავმა მიიღო ეკდალმა, მის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა იოჰანსენმა კი 61-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ იტალიელებმა შეუტიეს, დარმიანმა ძელსაც გაარტყა ბურთი, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ
მოახერხეს და ყველაფერი 13 ნოემბერს „სან სიროზე“ გაირკვევა.

შვედეთი - იტალია 1:0
სოლნა. სტადიონი „ფრენდს არენა“ 50 000 მაყურებელი

შვედეთი: ოლსენი, გრანკვისტი, ლინდელოფი, აუგუსტინსონი, კრაფტი (83. სვენსონი), ს. ლარსონი, ეკდალი (57. იოჰანსენი), კლასონი, ბერგი (75. ტელინი), ტოივონენი, ფორსბერგი

იტალია: ბუფონი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი, დარმიანი, დე როსი, კანდრევა, ვერატი (76. ინსინიე), პაროლო, იმობილე, ბელოტი (65. მარტინსი)

გოლი: 61. იოჰანსენი

გაფრთხილება:
1. ბერგი, 28. ვერატი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული