კლაუდიო რანიერი: შვედებს ჯადოქარი აღარ ჰყავთ

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა კლაუდიო რანიერიმ შვედეთსა და იტალიას შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი-ოფის მატჩის წინ საკუთარი აზრი გამოთქვა.

"ნანტის" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ არ ჰგონია, იტალია მუნდიალს მიღმა დარჩეს.

"არ ვფიქრობ, რომ იტალია მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს, მაგრამ თუ ეს მოხდება, მაშინ ეს კატასტროფა არ იქნება. კატასტროფა სხვა რამეა.

პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ, იტალიელებმა არ ვიცით, როგორ მივიღოთ მარცხი. თუ იტალია ორი მატჩის შემდეგ მუნდიალს გამოტოვებს, სადაც ორივე გუნდი 100 პროცენტით დაიხარჯება, მაშინ ჩემი კომპლიმენტები შვედეთს.

შვედებს იბრაჰიმოვიჩი არ
ჰყავთ. მაგისთანა ფეხბურთელებს ყოველთვის შეუძლიათ რაღაცის მოფიქრება და არაფრისგან გოლის შექმნა. დიახ, ისინი კომპაქტურად ითამაშებენ, მაგრამ შვედებს ჯადოქარი იბრაჰიმოვიჩი აღარ ჰყავთ", - ციტირებს რანიერის სიტყვებს Gazzetta dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ შვედეთი-იტალიის მატჩი 10 ნოემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული