"ისლამური სახელმწიფო" ნეიმარსა და მესის ემუქრება

AutoSharing Option
ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" საფეხბურთო თემაზე პლაკატები კვლავ გამოუშვა.

ამჯერად სურათზე პსჟ-ის ფორვარდი ნეიმარი და "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესია ასახული.
ისინი ნარინჯისფერ ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი.

პლაკატს თან წარწერაც აქვს: "თქვენ არ იქნებით უსაფრთხოდ, სანამ უსაფრთხოება ჩვენს მუსულმანურ ქვეყნებში არ არის".

აღსანიშნავია, რომ ადრე "ისლამურმა სახელმწიფომ" "ალაჰის მტრად" საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი გამოაცხადა.

- რა შუაშია მესი? - ისლამური სახელმწიფო მუნდიალის ორგანიზატორებს დაემუქრა

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული