უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

რა შუაშია მესი? - ისლამური სახელმწიფო მუნდიალის ორგანიზატორებს დაემუქრა

AutoSharing Option
"ისლამური სახელმწიფო" ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს დაემუქრა.

25 ოქტომბერს, მედიაჯგუფმა WAFA Media Foundation-მა, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოსთან" არის კავშირში, გამოაქვეყნა პოსტერი, რომელზეც "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესია გამოსახული.

პოსტერზე ინგლისურად და არაბულად წერია: "თქვენ ებრძვით სახელმწიფოს, რომლის ლექსიკონში არ არის სიტყვა - "კრახი".

კომპანია Nike-ის სახელგანთქმული დევიზი "უბრალოდ, გააკეთე ეს" (Just Do It) შემდეგნაირად გადაკეთდა: "უბრალოდ, ტერორიზმი" (Just Terrorism).

გარდა ამისა, "ისლამურმა სახელმწიფომ" ინტერნეტში გაავრცელა პოსტერები მსოფლიოს ჩემპიონატის ემბლემების გამოსახულებით და მუქარის მოწოდებებით.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ