პოჩეტინიო: "ბერნაბეუზე" თამაში მუდამ ზეიმია

AutoSharing Option
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ლონდონის "ტოტენჰემი" მადრიდში "რეალს" ხვდება.

მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე "დეზების" მენეჯერმა მაურიციო პოჩეტინიომ შემდეგი განაცხადა:"ბლანკოსთან "ბერნაბეუზე" თამაში ყოველთვის მოვლენაა. ინგლისელი ფეხბურთელები ამაზე ბავშვობიდან ოცნებობენ, ეს ნათლობასავითაა. აქ ფეხბურთის რეალობას შეიგრძნობ.

გასულ სეზონში კენჭისყრისას უფრო ადვილ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ მესამე ადგილი დავიკავეთ. ახლა, წილისყრის შემდეგ გადავხედეთ ჯგუფის შემადგენლობას და გადავწყვიტეთ, უბრალოდ ფეხბურთი ვითამაშოთ და სიამოვნება მივიღოთ. სწორედ ამას ვაკეთებთ. ყველა ხედავს, გარი კეინი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ძნელია მოთამაშეთა დონის განსაზღვრა, მაგრამ კეინი მართლაც ერთ-ერთი
საუკეთესო ფორვარდია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული