პერუსა და კოლუმბიის ნაკრებები ფრეზე შეთანხმებულან

AutoSharing Option
Semana.com-ი ირწმუნება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში პერუსა და კოლუმბიის ნაკრებებს ყაიმი აწყობდათ და შედეგზე შეთანხმდნენ.

აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, კოლუმბიელთა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა თავისთან მიიხმო თავდამსხმელი რადამელ ფალკაო და გააგებინა როგორ ვითარდებოდა მოვლენები პარალელურ შეხვედრებში, რის შემდეგაც ფალკაო მეტოქე გუნდის ნახევარმცველთან რენატო ტაპიასთან მივიდა და პირზეხელაფარებულმა შესთავაზა თამაშის მშვიდად ჩამთავრება, გერერომ კი თანაგუნდელებს უთხრა აღარ შეეტიათ.

შედეგად, მატჩი 1:1 დასრულდა, კოლუმბიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა, ხოლო პერუ პლე-ოფში ახალ ზელანდიას შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
netav gaagdos zelandiam peru da mere mixvdeba rogor ar sheidzleba burtis uazrod goreba.
dato
10:25 12-10-2017
2
აბსურდია. პარაგვაის წაფორთხიალება როგორღა გათვალეს? პარაგვაიმ შინ წააგო აუტსაიდერ ვენესუელასთან. ბურთი 84 წუთზე გაუშვა. ახლა პარაგვაის აქ 24 ქულა, რომ მოეგო ექნებოდა 27 და გადაასწრებდა პერუს. კი ბატონო იცოდნენ 84 წუთამდე რომ იქ ფრე იყო, მაგრამ მეორე მატჩში ზოველთვის შეიძლება გასულიყო გოლი, ამიტომ ამ რისკზე ვერ წავიდოდნენ. ახლა თუ ლაპარაკია მხოლოდ ბოლო წუთებზე რა გასაკვირია რომ აღარ გარისკეს.
პარაგვაის რომ მოეგო?
12:44 12-10-2017
1

სიახლეები პოპულარული