უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

8 ევროპული ნაკრები, რომელიც მუნდიალის საგზურისთვის პლეი-ოფში იბრძოლებს

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპულ შესარჩევ ციკლში ჩატარებული ბოლო ტურის მატჩების შემდეგ პლეი-ოფის მონაწილე ყველა ნაკრები გამოვლინდა.

- 23 ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ნამდვილად ითამაშებს

რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად ევროშესარჩევის ჯგუფური ეტაპის 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი ნოემბერში იბრძოლებს. ესენია: შვედეთი, შვეიცარია, ჩრდილოეთი ირლანდია, დანია, ირლანდია, იტალია, საბერძნეთი და ხორვატია.

9 შესარჩევ ჯგუფში ყველაზე უიღბლო მეორეადგილოსანი, რომელიც პლეი-ოფს მიღმა დარჩა, სლოვაკეთის ეროვნული გუნდია (18 ქულა).

პლეი-ოფში ნაკრებები წილისყრის შედეგად დაწყვილდებიან, რომელიც ციურიხში 17 ოქტომბერს გაიმართება. წილისყრისას განთესილები იქნებიან შვეიცარიის, იტალიის, ხორვატიისა
და დანიის ნაკრებები, ხოლო განუთესავები - შვედეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ირლანდიისა და საბერძნეთის ეროვნული გუნდები.

პირველი მატჩები 9-11 ნოემბერს ჩატარდება, საპასუხო - 12-14 ნოემბერს.
ასევე დაგაინტერესებთ