ეგვიპტელთა მეკარე მუნდიალის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი შეიძლება გახდეს

AutoSharing Option
ეგვიპტის ნაკრებმა 95-ე წუთზე გატანილი პენალტით დაამარცხა რა სახლში კონგო 2:1-ზე, მუნდიალის საგზური მოიპოვა. მასპინძელთა გუნდის კარს ესამ ელ ჰადარი იცავდა, რომელიც 15 იანვარს 45 წლისა გახდება და თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, ტურნირის ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი იქნება.

ელ ჰადარი საუდეთის "ალ ტაავუნში" ასპარეზობს, თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში კი 147 მატჩი აქვს ჩატარებული.

ჯერჯერობით რეკორდსმენი კოლუმბიელი გოლკიპერი ფარიდ მონდრაგონია, ვინაც გასულ მუნდიალზე 43 წლისა იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული