მუნდიალი 2018. შესარჩევი. სამხრეთი ამერიკა: აუცილებლად მოსაგები თამაშები

AutoSharing Option
ბოლო ორი ტური რჩება სამხრეთ ამერიკაშიც, სადაც მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპმა შესაძლოა, დრამატული სახე მიიღოს ისეთი ნაკრებებისთვის, როგორებიც არგენტინა და ჩილეა.

არგენტინის ნაკრები პერუს მასპინძლობს და სამი ქულა აუცილებლად უნდა მოიპოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში...

პერუელების პროტესტის მიუხედავად, მატჩი "ბოკა ხუნიორსის" სტადიონ "ლა ბომბონერაზე" გაიმართება. გუნდს უკვე შეუერთდა ლეო მესი. უკანასკნელი ვარჯიშისას ხორხე სამპაოლიმ მომავალი შეხვედრის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები სხვებისგან განცალკევებით ავარჯიშა.

შეხვედრას დამატებით ინტრიგას ის ფაქტორი სძენს, რომ პერუს ნაკრებს არგენტინელი მწვრთნელი რიკარდო გარეკა წვრთნის. მისი სიტყვებით, ამ კონკრეტული თამაშისთვის გუნდი ჩვეულ
სათამაშო სტრატეგიას გადაუხვევს:

რიკარდო გარეკა (პერუ): "პერუს ნაკრები არასდროს მიმართავს პერსონალური მეურვეობის სისტემას, მაგრამ მომავალი მატჩი გამორჩეულია. მეტოქის მატჩების დეტალურმა ანალიზმა მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ მესის პერსონალური მეურვე აუცილებლად სჭირდება".

თუ არგენტინას სერიოზული პრობლემები აქვს, ჩილეს ნაკრებზე შეიძლება ითქვას, რომ ის კატასტროფის პირასაა. კოპა ამერიკას გამარჯვებულმა აუცილებლად უნდა დაამარცხოს შინ ეკვადორი, თუმცა, შესაძლოა, ეს არცკი იყოს საკმარისი.

ხუან ანტონიო პიცის გუნდი უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის სამი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ემზადება. მასპინძელთა შორის ტრავმების გამო ჩარლზ არანგისი, პაბლო ერნანდესი და მარსელო დიასი არ იქნებიან.

სამაგიეროდ, თავი ქუდში აქვთ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ბრაზილიელებს, რომელთაც ყველაზე პირველებმა გაინაღდეს რუსეთის საგზური. ბრაზილია მთას შეუყვება და ბოლივიას ზღვის დონიდან 2 500 მეტრზე ესტუმრება. აქ ბრაზილიას 2010 წელს ერთხელ უკვე წაუგია.

ტიტე (ბრაზილია): "ხშირად ვიმეორებ, რომ ჩვენ საგზური უკვე მოპოვებული გვაქვს. ამას კი იმიტომ ვაკეთებ, რომ ჟურნალისტები და გულშემატკივრები დარწმუნდნენ ჩემი ფეხბურთელების პროფესიონალიზმში. ბრაზილიის ნაკრები ყველა მატჩში გამარჯვებისთვის იბრძვის და იბრძოლებს მომავალშიც".

გაცილებით ბევრს წყვეტს მატჩი კოლუმბიაში, სადაც პარაგვაის ნაკრები სტუმრობს. თუ მასპინძლები მოიგებენ, მუნდიალზე წავლენ. კოლუმბიის ნაკრებისთვის მატჩის მნიშვნელობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ხოსე პეკერმანს შესარჩევი ციკლის განმავლობაში ამდენი ლეგიონერი ნაკრებში არასდროს გამოუძახებია.

რადამელ ფალკაო (კოლუმბია): "პარაგვაის იგივე მიზანი აქვს, რაც ჩვენ. საკმაოდ გამოცდილი გუნდი ვართ და კარგად ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს ნერვულ ატმოსფეროში".

5 ოქტომბერი
ბოლივია-ბრაზილია 00:00
ვენესუელა-ურუგვაი 01:00
ჩილე-ეკვადორი 03:30
კოლუმბია-პარაგვაი 03:30
არგენტინა-პერუ 03:30
10 ოქტომბერი
პარაგვაი-ვენესუელა 03:30
ბრაზილია-ჩილე 03:30
ეკვადორი-არგენტინა 03:30
პერუ-კოლუმბია 03:30
ურუგვაი-ბოლივია 03:30

1. ბრაზილია 16 11 4 1 38:11 37
2. ურუგვაი 16 8 3 5 28:18 27
3. კოლუმბია 16 7 5 4 19:16 26
4. პერუ 16 7 3 6 26:25 24
5. არგენტინა 16 6 6 4 16:15 24
6. ჩილე 16 7 2 7 24:23 23
7. პარაგვაი 16 6 3 7 17:23 21
8. ეკვადორი 16 6 2 8 24:24 20
9. ბოლივია 16 4 1 11 14:34 13
10. ვენესუელა 16 1 5 10 18:35 8


* 4 საუკეთესო გადის მსოფლიოს ჩემპიონატზე
* მეხუთეადგილოსანი პლეი-ოფს ითამაშებს ოკეანეთის ზონის გამარჯვებულთან


სხვა კონფედერაციები

ჩრდილოეთი ამერიკა

3+0.5 საგზური
* 3 საუკეთესო გადის მსოფლიოს ჩემპიონატზე
* მეოთხეადგილოსანი პლეი-ოფს ითამაშებს აზიის პლეი-ოფის გამარჯვებულთან

6 ოქტომბერი
აშშ-პანამა 03:35
მექსიკა-ტრინიდადი 05:30
კოსტა რიკა-ჰონდურასი 06:00
10 ოქტომბერი
პანამა-კოსტა რიკა 04:00
ტრინიდადი-აშშ 04:00
ჰონდურასი-მექსიკა 04:00

1. მექსიკა 8 5 3 0 11:3 18
2. კოსტა რიკა 8 4 3 1 12:5 15
3. პანამა 8 2 4 2 7:5 10
4. აშშ 8 2 3 3 12:11 9
5. ჰონდურასი 8 2 3 3 9:16 9
6. ტრინიდადი 8 1 0 7 4:15 3


აზია

4+0.5
* ჯგუფების (სადაც წინა თვეში დასრულდა ტურნირი) მესამეადგილოსნები ერთმანეთში პლეი-ოფს ითამაშებენ
* გამარჯვებული კონკაკაფის ზონის მეოთხეადგილოსანთან პლეი-ოფში გაითამაშებს ფინალური ეტაპის საგზურს

5 ოქტომბერი
სირია-ავსტრალია 16:30
10 ოქტომბერი
ავსტრალია-სირია 13:00

აფრიკა

5 საგზური
* ჯგუფების 5 გამარჯვებული გადის მსოფლიოს ჩემპიონატზე

A ჯგუფი
7 ოქტომბერი
გვინეა-ტუნისი 21:00
ლიბია-კონგოს დრ 21:00
6 ნოემბერი
ტუნისი-ლიბია
კონგოს დრ-გვინეა

1. ტუნისი 4 3 1 0 7:3 10
2. კონგოს დრ
4 2 1 1 9:5 7
3. გვინეა 4 1 0 3 4:7 3
4. ლიბია 4 1 0 3 3:8 3

B ჯგუფი
7 ოქტომბერი
ნიგერია-ზამბია 20:00
კამერუნი-ალჟირი 20:00
6 ნოემბერი
ზამბია-კამერუნი
ალჟირი-ნიგერია

1. ნიგერია 4 3 1 0 10:3 10
2. ზამბია 4 2 1 1 6:4 7
3. კამერუნი 4 0 3 1 3:7 3
4. ალჟირი 4 0 1 3 3:8 1

C ჯგუფი
6 ოქტომბერი
მალი-კოტ დ"ივუარი 23:00
7 ოქტომბერი
მაროკო-გაბონი 23:00
6 ნოემბერი
კოტ დ'ივუარი-მაროკო
გაბონი-მალი

1. კოტ დ'ივუარი 4 2 1 1 7:3 7
2. მაროკო 4 1 3 0 6:0 6
3. გაბონი 4 1 2 1 2:4 5
4. მალი 4 0 2 2 1:9 2

D ჯგუფი
7 ოქტომბერი
ს. აფრიკა-ბურკინა ფასო 17:00
კაბო ვერდე-სენეგალი 21:30
6 ნოემბერი
ბურკინა ფასო-კაბო ვერდე
სენეგალი-ს. აფრიკა*
* ამ გუნდების პირველი მატჩი, რომელიც 2016 წლის 12 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, გადადებულია

1. ბურკინა ფასო 4 1 3 0 5:3 6
2. კაპე ვერდე 4 2 0 2 4:6 6
3. სენეგალი 3 1 2 0 4:2 5*
4. სამხრეთ აფრიკა 3 0 1 2 3:5 1*

E ჯგუფი
7 ოქტომბერი
უგანდა-განა 17:00
ეგვიპტე-კონგო 21:00
6 ნოემბერი
კონგო-უგანდა
განა-ეგვიპტე

1. ეგვიპტე 4 3 0 1 5:2 9
2. უგანდა 4 2 1 1 2:1 7
3. განა 4 1 2 1 6:4 5
4. კონგო 4 0 1 3 3:9 1


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული