მუნდიალი 2018: ხვალიდან ბილეთების გაყიდვა იწყება

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 14 სექტემბერს დაიწყება.

ბილეთების რეალიზაცია განხორციელდება ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე - fifa.com/bilet.

რეალიზაცია სამ ეტაპად მოხდება, აქედან ორი ეტაპი ორპერიოდიანი იქნება:

I ეტაპი: I პერიოდი - 14 სექტემბერი-12 ოქტომბერი; II პერიოდი - 16-28 ნოემბერი.

II ეტაპი: I პერიოდი - 5 დეკემბერი-31 იანვარი; II პერიოდი - 13 მარტი-3 აპრილი.

III ეტაპი: 18 აპრილი-15 ივლისი.

ისევე, როგორც კონფედერაციათა თასის დროს, მატჩებზე დასასწრებად საჭირო იქნება გულშემატკივრის პასპორტის შევსება, რომლის შესახებაც ინფორმაცია
წარმოდგენილია პორტალზე - fan-id.ru.

აღვნიშნავთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა 2017 წლის 1 დეკემბერს გაიმართება. მუნდიალი ჩატარდება 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული