პერუელებს არგენტინასთან "ლა ბომბონერაზე" თამაში ეშინიათ

AutoSharing Option
პერუს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას ოფიციალური წერილით მიმართა, რათა 5 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მათი გუნდის არგენტინის ნაკრებთან თამაში ბუენოს აირესის "ბოკა ხუნიორსის" 49-ათასიანი "ლა ბომბონერადან" სხვა სტადიონზე გადაიტანონ, რადგან შიშობენ, რომ ამ ისტორიულ მატჩზე მათი გულშმატკივრებისა და დელეგაციის წევრების უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება.

ცნობისათვის, ვენესუელასთან შეხვედრა ალბისელესტემ "რივერ პლეიტის" 65-ათასიან "მონუმენტალზე" ჩაატარა და ფრეს დასჯერდა. ახლა ამ ორივე გუნდს 24-24 ქულა აქვს და მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლოსწინა ტურში ერთმანეთს თავს შეაკლავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული