მუნდიალის საგზურის ვადაზე ადრე გაფორმებამ გაახარა ყოველი ბრაზილიელი და რა თქმა უნდა, მცველი მარსელოც. მადრიდის "რეალის" ვეტერანმა ხმამაღლა განაცხადა - ფეხბურთში უკანასკნელი მისია მაქვს შესასრულებელი, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, ჩვენს მწვრთნელთან ტიტესთან ერთად მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ!
მარსელომ ეკვადორთან მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, კოლუმბიასთან შეხვედრაში კი განაცხადში არ ყოფილა.